LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგარი ბიჭები მსოფლიოს გარეშე

133

მსოფლიოს უამრავი დიდებული ფეხბურთელი ყავს, რომლებთაც არასდროს მოუწიათ დიდ საფეხბურთო ტურნირებზე გამოსვლა. ამის მთავარი მიზეზი ის ქვეყნებია, რომელთაც ისინი წარმოადგენენ. თუმცა ზოგჯერ სხვა მიზეზიც გამოერევა ხოლმე. მაგალითად, ტრავმა ან მწვრთნელთან კონფლიქტი თუ ტაქტიკურ მონახაზში ვერ მოქცევა. ასეა თუ ისე, დიდი ვარსკვლავები დიდი ფეხბურთის გარეშე დარჩენილან და ალბათ მომავალშიც ასე იქნება.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი ქართველი ფეხბურთელი იქნებოდა მზად და ღირსიც მსოფლიო ჩემპიონატზე ეთამაშა. მარტო კახა კალაძისა და გიორგი ქინქლაძის ხსენება საკმარისი იქნება, მაგრამ…

„მანჩესტერის“ ლეგენდები რაიან გიგზი და ერიკ კანტონა ტოპ 10 ფეხბურთელში მოხვდნენ, რომელთაც არასდროს უთამაშიათ მსოფლიო ჩემპიონატებზე.

ამავე რეიტინგში აღმოჩნდნენ ჯორჯ ვეა, ალფრედო დი სტეფანო, ჯორჯ ბესტი, ლადისლავ კუბალა, ბერნდ შუსტერი, იარი ლიტმანენი, ვალენტინო მაცოლა და ანდრეა არშავინი.

რეიტინგი Marca შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები