LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძე : ჩემს დედამთილთან სისხლიანი ხელით მივედი

50

მაგდა პაპიძემ დღეს წინასასამართლო სხდომაზე რვეულში გაკეთებულ ჩანაწერებსა და სხვა სამხილებზე ისაუბრა.

“მინდა გავაკეთო აქცენტი სისხლის კვალზე, რომელიც იატაკზე იყო – მე ჩემს ჩვენებაში მაქვს განმარტებული, როგორ მოხდა სისხლის კვალი იქ : როცა ჩემი მეუღლე და შვილი ვნახე, სისხლიანი ხელით შევედი ოთახში მანქანის გასაღების ასაღებად და ასევე ჩვენებაში ნათქვამი მაქვს, რომ ჩემს დედამთილთან დასახმარებლად სისხლიანი ხელით მივედი. რაც შეეხება რვეულს, როდესაც განმეორებით დაკითხვაზე შემოვიდნენ გამომძიებლები, მე ვთქვი, რომ ვაკეთებდი ჩემი ოჯახის ხარჯთაღრიცხვას და თავად ვთხოვე გამომძიებლებს მოეძებნათ ჩემი რვეული, სადაც ჩანაწერებს ვაკეთებდი. ვთხოვე წასულიყვნენ ჩემთან სახლში. მე მივუთითე, თუ სად უნდა ენახათ ეს რვეული, სადაც ჩაწერილი მქონდა, როგორ ვიყიდე მეუღლის მითითებით ურო და ლურსმნები. ზომები ვერ დავიმახსოვრე ლურსმნების და ამიტომ ჩავიწერე – თურმე მე როცა ეს ვუთხარი, უკვე რამდენიმე დღის ნანახი და ამოღებული ჰქონდათ რვეული. მაინტერესებს როგორ ვერ ნახა მთელმა საქართველომ სისხლის კვალი, როცა ჩემს ერთადერთ შვილს და მეუღლეს ტიროდა? ამდენი ხალხი იყო მისული, რატომ ვერ დაინახეს სისხლის კვალი კედელზე? – ჩემი სიცოცხლე, ჩემი წლები წყდება და ყველა დეტალზე გავაკეთებ კომენტარს.

რაც შეეხება ჩამონათვალს, რომელიც რვეულთან ერთად ნახეს, რომელი ჭკუათმყოფელი ეტყოდა გამომძიებელს იმ რვეულის შესახებ, თუ იქ ასეთი ჩანაწერები და ჩამონათვალი ექნებოდა გაკეთებული? მე ველოდებოდი, რომ ჩანაწერში იქნებოდა ომარის მიერ დავალებული უროსა და ლურსმნების აღრიცხვა, თუმცა არ აღმოჩდა”, – განაცხდა მაგდა პაპიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები