LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძე : მე და თორნიკეს უბრალო დედა-შვილობა არ გვქონია

926

მაგდა პაპიძე ამბობს, რომ მას შვილთან ჩვეულებრივი დედა-შვილობა არ ჰქონია. ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა ნაფიცი მსაჯულების წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ შვილს დაბადებიდან ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ამიტომ განსაკუთრებულად ზრუნავდა მასზე.

„ახლა რომ არ მრცხვენოდეს ამ პერანგს გავიხდიდი და გაჩვენებდით მუცელს, ყველა სისხლჩაქცევამ გამიარა, მაგრამ მუცელში მოხვედრილმა წიხლმა და ხელებმა არა. ჩემზე განხორციელდა ძალადობა იმისთვის, რომ მიეღოთ სასურველი ჩვენება. მათ შემომახიეს ტანსაცმელი და იქამდე ძალადობდნენ, სანამ არ ნახეს ინსულინი. მე დიაბეტით ვარ დაავადებული და ამიტომ თუ ნემსს არ გამიკეთებენ, სისხლში იმატებს შაქარი. დღემდე მეუბნებიან, რომ ეს საქმე ძიებაშია. მთხოვენ კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება ვინც ჩემზე ძალადობა, მაგრამ მე მათი ვინაობა არ ვიცი. შემიძლია ყველა ამოვიცნო სახეზე“, – განაცხადა პაპიძემ.

რაც შეეხება ოთარ ბერძენიშვილთან რომანს, ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ბერძენიშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და ამას ბერძენიშვილიც დაადასტურებს.