LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მაღაროს გველეშაპი, პერიოდულად ახალ-ახალ სიცოცხლეებს თქვლეფს”

167

მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმიანება, რომლის დორსაც 6 მეშახტე გარდაიცვალა, 4 კი მძიმედ დაშავდა.

როგორც ის წერს, საქართველოში, ისევე როგორც ზღაპარში მაღაროს გველეშაპი ცხოვრობს და ახალ-ახალ სიცოცხლეებს ითხოვს, ჩვენ კი ამას ვეგუებით.

ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ დაღუპულთა რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ეს ყველაფერი გენოციდს ჰგავს.

“ჩვეულებრივ ზღაპარში ვცხოვრობთ.. მაღაროს გველეშაპით, რომელიც პერიოდულად ახალ-ახალ სიცოცხლეებს თქვლეფს, ჩვენც ვეგუებით.. რიცხვი უკვე იმდენად დიდია, ეს აღარც შრომის უსაფრთხოების დარღვევაში ჯდება, არც სისხლის სამართალში, არც არაფერში. გენოციდია. ჩვეულებრივი გენოციდია. იხოცება იქ ხალხი. იხოცება. ყოველდღე იხოცება ამისდედა***. იხოცება! კვდებიან.. აღარ არიან, აღარ იქნებიან, მორჩა”, – წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

პოპულალურები