LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაროში დაშავებული 2 ადამიანი რეანიმაციაშია მოთავსებული – გუგა ქაშიბაძე

92

ტყიბულში, მაღაროში დაშავებული 4 ადამიანი თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება, აქედან ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ისინი ტყიბულიდან რეანიმობილებით ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადმოიყვანეს.

„ორი მათგანი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მათ აღენიშნებათ სხეულის 25 და 50%-იანი დამწვრობა, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების თერმულ- ინჰალაციური დაზიანება. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი სერიოზული.

ორი პაციენტი კი მოთავსებულია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ახლა მათ უტარდებათ გამოკვლევები. აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ – ინჰალაციური დაზიანება, ფილტვების კონტუზია, დაჟეჟილობა. გამოკვლევების დასრულების შემდეგ გადაწყდება თუ რომელ განყოფილებაში მოთავსდებიან,” – განაცხადა ქაშიბაძემ.

დღეს, ტყიბულში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები