LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღაროში ნგრევის შედეგად დაღუპული მუშის ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ

80

შუქრუთის მაღაროში ნგრევის შედეგად დაღუპული მუშის ცხედარი ჯერ არ უპოვიათ. ინფორმაციას საქართველოს მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირის თავმჯდომარე, ამირან მაჩიტიძე, ავრცელებს.

მადნის მოპოვების სამუშაოების შესრულებისას ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. მაღაროში მყოფი მუშებიდან ერთ-ერთი მათგანი ამ დრომდე არ ჩანს. ის, სავარაუდოდ, გარდაცვლილია. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია,”- განაცხადა მაჩიტიძემ.

უბედური შემთხვევა დღეს დილით 5 საათზე მოხდა. მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. როგორც მაღაროელები ამბობენ, მაღაროს ჭერიდან დიდი ზომის ლოდები ჩამოიშალა და ერთ-ერთი ლოდი სწორედ ზაზა აბრამიშვილს დაეცა.

მაღაროელების თქმით, უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა, ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები