LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგია: როცა ბარსა ვარდება, მესის ვერ გააქვს

54

საოცარი კანონზომიერება.
ბოლო 11 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგიდან „ბარსელონას“ ყველა გავარდნას ერთი სტატისტიკური განსაკუთრებულობა აერთიანებს: პლეი-ოფების ორივე მატჩში ლეო მესის გოლი ვერ გაქონდა.

 

2007 – ვერ გაუტანა „ლივერპულს“ (1:2, 1:0)
2008 – ვერ გაუტანა „მანჩესტერ იუნაიტედს“ (0:0, 0:1)
2010 – ვერ გაუტანა „ინტერს“ (1:3, 1:0)
2012 – ვერ გაუტანა „ჩელსის“ (0:1, 2:2)
2013 – ვერ გაუტანა „ბაიერნს“ (0:4, 0:3)
2014 – ვერ გაუტანა „ატლეტიკოს“ (1:1, 0:1)
2016 – ვერ გაუტანა „ატლეტიკოს“ (2:1, 0:2)
2017 – ვერ გაუტანა „იუვენტუსს“ (0:3, 0:0)
2018 – ვერ გაუტანა „რომას“ (4:1, 0:3)

 

 

აქ არ არის მოცემული 5 სეზონის შედეგები.
აი რატომ:

4-ჯერ „ბარსელონა“ ლიგას იგებდა – 2006, 2009, 2011 და 2015.

2004/05 წლების სეზონში მესიმ ჯგუფურ ეტაპზე ერთი მატჩი ითამაშა, პლეი-ოფში „ჩელსისთან“ კი არ უთამაშია („ბარსა“ 1/8 ფინალში გავარდა).

რაც ჩამოვთვალეთ იქიდან, მესის ყველასთან უთამაშია, მხოლოდ ერთი მატჩი გამოტოვა – განმეორებითი „ბაიერნთან“. ლეო თადარიგში დარჩა, რადგან თავს კარგად ვერ გრძნობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები