LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგნუს კარლსენი თბილისში მოდის: მსოფლიო თასზე 15 საუკეთესო მოჭადრაკე გამოვა

422

მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე მაგნუს კარლსენი თბილისში მსოფლიო თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. კარლსენის დასტურის შემდეგ, ექსპერტებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის გადაწყვეტილებას უპრეცენდენტო უწოდეს და თბილისის გათამაშებას უკვე ისტორიული შეფასება მიეცა, რადგან 2-დან 28 სექტემბრის ჩათვლით, დედაქალაქში ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური რეიტინგის პირველი 15 მოჭადრაკე ვაჟი პირველობისთვის იბრძოლებს.

თბილისში სულ 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე იასპარეზებს, ქართველთაგან კი მსოფლიო თასზე ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია და ნანა ძაგნიძე ითამაშებენ.

საჭადრაკო მსოფლიო თასი „Check in Georgia Sport“-ის ეგიდით ტარდება და ერთგვარი წინა მოსამზადებელი ღონისძიებაა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის წინ, რომელსაც ც 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმი უმასპინძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები