LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგთი” და „ჯეოსელი” სავარაუდოდ დემპინგურ ფასებს იყენებდნენ

100

“მაგთი” და “ჯეოსელი” კონკურენციის პირობებს არღვევდნენ და საჯარო უწყებებს დემპინგურ ფასად ემსახურებოდნენ, – ასეთია მარეგულირებელი კომისიის დასკვნა. საუბარია კონსოლიდირებული ტენდერის ტარიფებზე, რომლითაც ორივე კომპანია წლების განმავლობაში საჯარო სექტორში დასაქმებულ აბონენტებს ემსახურებოდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურების ფარგლებში 2017 წელს „მაგთიკომის“ შემთხვევაში, ზარალმა 32 204 577 ლარი შეადგინა, ხოლო „ჯეოსელის“ შემთხვევაში  – 7 781 581 ლარი იყო, რის კომპენსირებასაც კომპანიები სხვა წყაროებიდან ახდენდნენ – ეს კი “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონის დარღვევაა, რადგან კონკურენციის პირობებს არღვევს.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა კომპანიების თხოვნით პროცესი ერთი კვირით, 15 მარტამდე გადაიდო. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, „მაგთიკომს” და „ჯეოსელს” გაფრთხილება მიეცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები