LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგთი ინტერნეტს დროებით აღარ გააძვირებს

78

“მაგთიკომმა” ინტერნეტის გაძვირება დროებით შეაჩერა. კომპანიას შესაბამისი თხოვნით კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმართა. კომისიის წერილში აღნიშნულია, რომ დაიწყო საკითხის შესწავლა, რის გამოც, დროებით უნდა შეჩერდეს ფასის გაზრდის პროცესი.

“გაცნობებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, “მაგთიკომის” მიერ მობილური საკომუნიკაციო მომსაუხრების ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საფუძველზე, დაიწყო სუბსიდირების საკითხის შესწავლა. შესაბამისად, გთხოვთ, საკითხის საბოლოო შესწავლამდე (2018 წლის პირველ მარტამდე), შეაჩეროთ მობილური სატელეკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება”,- ნათქვამია მარეგულირებლის წერილში.

მაგთიკომმა გაითვალისწინა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წერილობითი თხოვნა და დროებით შეაჩერა ტარიფების ცვლილების ამოქმედება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები