LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაგთიკომი“ აბონენტებისთვის გაუხარჯავი ერთეულების გაუქმების მიზეზს განმარტავს

113

კომპანია „მაგთიკომი“  აბონენტებისთვის გაუხარჯავი ერთეულების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მაგთიკომი” ხელმძღვანელობს შესყიდვების სააგენტოს მიერ ჩატარებული ფიჭური სატელეფონო მომსახურების 2017-2018 წლის კონსოლიდირებული ტენდერის პირობებითა და ხელშეკრულებით, რომელიც შემუშავებულია თავად შესყიდვების სააგენტოს მიერ და ქვეყნდება სააგენტოს ვებ-გვერდზე.

”მაგთიკომი” კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებებს აფორმებს სახელმწიფო ორგანიზაციებთან და არა ინდივიდუალურად, ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების გაცნობაზე/ინფორმირებაზე ”მაგთიკომი” პასუხისმგებელი ვერ იქნება. სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, ხელშეკრულების პირობების გაცნობა მოსთხოვონ დამსაქმებელს, ან თავად გაეცნონ საჯაროდ ატვირთულ დოკუმენტს.

ამონარიდი ხელშეკრულებიდან:

4.3. ხელშეკრულების ვადის გასვლის და/ან ცალკეულ სააბონენტო ნომერზე შემსყიდველის ინიცირებით ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გაუქმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სახის მომსახურება, მათ შორის გაუხარჯავი პაკეტები (ერთეულები)”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ხელშეკრულება სრულად შეგიძლიათ იხილოთ შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე :

http://www.procurement.gov.ge/Konsolidir…/phone_service.aspx

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები