LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჰერშალა ალის ორმაგი ბედნიერება

65

უკანასკნელი კვირა მსახიობ მაჰერშალა ალისთვის ორმაგად ბედნიერი იყო: 22 თებერვალს ის ქალიშვილის, ბარი ნაიმა ალის მამა გახდა, 26 თებერვალს კი კარიერაში პირველი „ოსკარი“ მიიღო ფილმისთვის „მთვარის შუქი”.

აღსანიშნავია, რომ ალის შვილის დაბადებას სულმოუთქმელად ელოდებოდა „ოსკარის“ წანყვანი ჯიმი კიმელი, ის იმედოვნებდა, რომ პატარა ქვეყანას სწორედ იმ მომენტში მოევლინებოდა, როდესაც მამამისს „ოსკარს“ გადასცემდნენ.

„ჩვენი რეიტინგი რეკორდული იქნებოდა, სამადლობელი სიტყვის დროს რომ გაცნობებდი შვილის დაბადებას. მერე ბავშვს ოსკარს დაარქმევდი, აკადემია კი მას მინი-ოსკარს გადაცემდა“, – ხუმრობდა კიმელი.

https://www.instagram.com/p/BQ6Fd1jFWVn/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები