LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი ეთერში ბრუნდება – შემდეგ კვირას “პროფილი” ეთერში გავა

113

თოქშოუ “პროფილის” პირველი გადაცემა, პაუზის შემდეგ, დღეს ჩაწერეს. ამის ამსახველი ფოტო თოქშოუს სოცქსელში მცირე ხნის წინ განთავსდა სათაურით: “პროფილი” ბრუნდება.

უცნობია, რა თემა იქნება პირველი მაია ასათიანის გადაცემაში. ამის შესახებ ხვალ შევიტყობთ, როცა გადაცემის ანონსი დაიდება.

რასაკვირველია, იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც მაია ასათიანს შეემთხვა, მისთვის ადვილი არ იქნებოდა გადაცემაში დაბრუნება.  “ფორტუნას” სახელით მას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს წარმატებულ ეთერს ვუსურვებთ…

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ტელეწამყვანის ერთადერთი ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე პარიზში გარდაიცვალა. მაია ასათიანი ამ ტრაგედიის შემდეგ ეთერში პირველად გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები