LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი ხორავას ქუჩაზე მოკლულ ბიჭებზე – „თუ ვინმეს ესმის მათი დედების, ეს მე ვარ…“

296

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორმაგი მკვლელობის შესახებ ტელეკომპანია „იბერიასთან“ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ისაუბრა.

მაიამ აღნიშნა:

„ახლა, ჩემი აზრით, გვიანია გულზე მჯიღის ცემა და კონკრეტული დამნაშავის მოძებნა საზოგადოებაშია, მე მკვლელს და მკვლელობას არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში, ასეთი კონფლიქტები სკოლაში ხომ ერთ დღეში არ იწყება, ასეთ კონფლიქტებს ხომ ორ-სამ თვიანი ისტორია აქვს, რომლებსაც ხედავენ ან ვერ ხედავენ დირექტორები და პედაგოგები, მაგრამ იციან მოსწავლეებმა.

მე არ მესმის და თეორიულად ცოტა რთული გასაგებია ჩემთვის, რას ნიშნავს, რომ ბიჭები იკრიბებოდნენ ტუალეტში და იქ საქმეებს არჩევდნენ. ახლა იმის თქმა, რომ დიახ, შეცდომა იყო მანდატურების რაოდენობის შემცირება სკოლებში და ამ საზარელი ამბის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მანდატურები დაბრუნდნენ სკოლაში, ჩემი აზრით, ეს უკვე დაგვიანებულია. კონკრეტულად ამ ამბავს და მანამდე სხვა ბულინგის შემთხვევებს შეეწირნენ ახალგაზრდები. ეს ყველაფერი გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას ჰგავს, როცა ყველამ იცის, რომ სკოლაში რაღაც ხდება და ყველა ჩუმად არის. ჩვენს საზოგადოებას უყვარს გულზე მჯიღის ცემა, მაგრამ რეალურად, ორ დედას ორი სასახლე უდგას ახლა სახლში. ძალიან მძიმეა და თუ ვინმეს ესმის ამ ორი ქალბატონის, ეს მე ვარ.

საზოგადოება, დიახ, ძალადობრივია, დიახ, ჩვენი თაობის ბრალია, რომ დღეს ჩვენი შვილები მოძალადეები არიან. ახლა, ალბათ, საზოგადოების თითოეულმა რგოლმა უნდა იფიქროს, რა მოხდა ამ სკოლაში და რა ხდება სხვა სკოლებში…“

ტელეწამყვანს უკვირს, როგორ გამოეპარათ ეს ამბავი ბავშვების პედაგოგებს. მისი თქმით, ეს ყველაფერი არ უნდა დაგვავიწყდეს, სანამ შემდეგი ტრაგედია არ მოხდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები