LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი კრიტიკის საპასუხოდ – „თითქოს ჩემზე მეტად სტკივათ…“

41

მაია ასათიანი პასუხობს კრიტიკოსებს, რომლებიც წერენ, რომ მას, შვილის გარდაცვალების შემდეგ, არ შეჰფერის ისეთი გადაცემების კეთება, რომლებსაც ამზადებს და ის თემები, რასაც „პროფილში“ აშუქებს, აღარ უნდა გააშუქოს.

ტელეწამყვანი წერს:

„ვპასუხობ ყველას, ვისაც კითხვა გაუჩნდა, რატომ გადის პროფილში სხვადასხვა, მათ შორის მსუბუქი თემები და რატომ არ მაცვია მძიმე შავები. მე არ მაქვს უფლება, ჩემი ტრაგედიით ჩემი მაყურებელი დავამძიმო“.

„პროფილის“ წამყვანს „ფეისბუქზე“ ურჩევენ, არ მიაქციოს ყურადღება ამგვარ კომენტარებს, რაზეც მაია პასუხობს: „თითქოს ჩემზე მეტად სტკივათ…“

მაიას მისი კოლეგა, მაკა რაზმაძეც ეხმაურება და აღნიშნავს:

„მე მიხარია შენი დანახვა ყოველდღე და ზუსტად ვიცი, უამრავია ასე. ერთი ორი არსების მატრაკვეცობას ნუ უსმენ. ბევრი ადამიანის სტიმული ხარ და შენშია ის ყველაფერი, რის გამოც სხვასაც უხარია სიცოცხლე…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები