LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანი საკუთარ ორსულობაზე გავრცელებულ ჭორს პირველ გადაცემაში უპასუხებს

723

მას შემდეგ, რაც „პროფილის“ მეოცე სეზონის პირველი გადაცემის ანონსი დაიდო, მაყურებელს ერთი რამ აინტერესებს – არის თუ არა მართლა ორსულად მისი წამყვანი, მაია ასათიანი.

ანონსის ვიდეოში ჩანს, რომ მაია ასათიანს თეთრ ვიწრო კაბაში მუცლის კონტურები ეკვეთება. ეს ზოგიერთმა მის ორსულობას მიაწერა. ხმები მისი დაფეხმძიმების შესახებ თბილისში მანამდეც ვრცელდებოდა.

როგორც ჩანს, ეს ჭორები უკვე გაგონილი ჰქონდა გადაცემის წამყვანს, ამიტომაც როცა ინგა გრიგოლიამ მეორე ორსულობის შესახებ უამბო პირველ გადაცემაში, მაია ასათიანმა საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ ჭორსაც უპასუხა. შეგახსენებთ, რომ მე-20 სეზონის პირველ გადაცემას ეთერში ამ ხუთშაბათს იხილავთ და შევიტყობთ, მართლა აჩენს თუ არა შვილს „პროფილის“ წამყვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები