LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანის დედა საგანგებო განცხადებას ავრცელებს – “ეს საყრდენიც გამოაცალეს…”

880

ტელეწამყვან მაია ასათიანის დედა, ნინო კალანდარიშვილი ავრცელებს განცხადებას საკუთარი “ფეისბუქის” გვერდზე და გულისტკივილს გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია “მარაო”, როგორც მისი შვილის ერთ-ერთი საყვარელი საქმე, აღარ არსებობს. მოგეხსენებათ, არხზე რეორგანიზაცია გამოცხადდა და ყველა გადაცემა დაიხურა.

გთავაზობთ პოსტს, რომელიც ნინო კალანდარიშვილმა დაწერა.

“ამ სივრცეში პირველად ვწერ. მე მაია ასათიანი დედა ვარ. 3 კვირის წინ, როცა ის სამსახურში დაბრუნდა, იმედი გამიჩნდა, რომ ცხოვრებისკენ მოტრიალებას შეძლებდა. ბოლო ერთი კვირაა მისი საყვარელი საქმის გადასარჩენად იბრძვის. ორი დღის წინ მისი “მარაო” დახურეს! საქმე მისი ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო. ახლა ეს საყრდენიც გამოაცალეს. ჩემი შვილის შემყურე სულ ამას ვეკითხები ჩემს თავს: კიდევ რამდენის გაძლებას შეძლებს. ხვალ ნუცას ორმოცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები