LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა – რატომ შეაშინა მაყურებელი

113

მაია ასათიანი ახალ სეზონს, როგორც ყოველთვის, ეფექტური პრომოვიდეოთი იწყებს, სადაც ამჯერად მხოლოდ ორ სიტყვას ამბობს: „მე მოვკვდი…“, შემდეგ კი ვიდეოს ხმა აღარ აქვს, მაია კი თავისთვის საუბრობს.

„პროფილის“ ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ამ ვიდეოს გამოქვეყნებას შემდეგი სახის კომენტარები მოჰყვა: „გაჭენებული ცხენებით რომ გსდიონ, ვერავინ დაგეწევათ… „პროფილი“ ქართული სატელევიზიო შოუების მეფეა. მოკლედ, გელოდებით“, „რა მაგარი გოგო ხარ, “ „დაგვაინტრიგე“, „ეს რა უბედურებაა, ბავშვი გადამერია, ოთახში ვერ შედის შიშით, ცოტა იაზროვნეთ, რა“, „ვინ იგონებს ამ საოცრებებს?“, „უიმეეე, შემეშინდა“, „მე მოვკვდიო, რომ თქვა, გული გამისკდა“, „ტიტუუ, მიცვალებული აღდგა“, „ძალიან საინტერესოა“ – წერენ კომენტარებში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორი რეიტინგი მოჰყვა მაია ასათიანის წინა სეზონს და მანამდე რამდენად დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია სოცქსელებში მისმა ანონსმა, ეს სეზონიც, წესით, სუპერპოპულარული უნდა გამოდგეს. დაველოდოთ პირველ გადაცემას ხუთშაბათს…

[fbvideo link=”https://www.facebook.com/talkshowprofili/videos/947745918647433/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები