LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანის მიმართვა: „გპასუხობთ ყველას ერთად…“

63

„პროფილის“ წამყვანი, მაია ასათიანი ავრცელებს განცხადებას იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომლებიც ორი დღეა, ინტერნეტსივრცეში ისმის „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან დაკავშირებით.

მაია წერს:

„გპასუხობთ ყველას ერთად – უკვე იდეაფიქსად ქცეულ შეკითხვაზე! სად ვიყავი 7 ნოემბერს? – „იმედში“! სად ვიყავი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს? – იმ გადაცემაზე ვმუშაობდი, ეს თემა პირველად სადაც გაშუქდა – „დროებაში“! რატომ ვარ იქ, სადაც ვარ? – იმიტომ, რომ საკუთარ ტყავზე მაქვს გამოცდილი, რას ნიშნავს თავისუფალი სიტყვის დახშობა! უფრო ხმამაღლაც მიყვირია – „კურიერის“ ჩართვაში, 2007 წელს „იმედის“ ეზოდან რომ მოვრბოდით,ზურგში რეზინის ტყვიები გვხვდებოდა და წინ მომწავლავი აირის ნისლი იდგა! კონკურენტმა, დაპირისპირებულმა არხმა მოგვცა ეთერი მაშინ, იმ „სამთავრობო“ „კურიერში“ ისმოდა ჩემი ყვირილი!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები