LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ასათიანის თოქშოუ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

59

მაია ასათიანის თოქ-შოუს ახალი გადაცემა, რომელიც ეთერში ამ ხუთშაბათს უნდა გავიდეს, ახალგაზრდების სუიციდის თემას ეძღვნება. გადაცემის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ მას ექსპერტთან ნაწილი დაუპირისპირდა, ისინი წერენ, რომ სუიციდის თემაზე მსგავსი გადაცემის მომზადება მიუღებელია.

თოქშოუს ოფიციალური გვერდი ამ თემასთან დაკაშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე რამდენიმე დღეა, გარკვეული ადამიანები აკრიტიკებენ გადაცემას, რომელიც ჯერ ეთერში არ გასულა. ცოტა უცნაურია ამტკიცო, რომ რაღაც არ ვარგა, მაშინ როცა ეს „რაღაც“ ჯერ არ გინახავს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მოზარდებში სუიციდის შემთხვევები საგრძნობლადაა მომატებული, ამას ამტკიცებს ყველა სპეციალისტი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თვალის დახუჭვა და წაყრუება მაშინ, როცა საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ პრობლემასთან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. გადაცემა მშობლებისთვისაა, რომლებსაც შვილები გარდატეხის ასაკში ჰყავთ! ძალიან გთხოვთ, ნუ უწყობთ ხელს სკანდალის შექმნას იმ თემის ირგვლივ, სადაც ძალიან ფრთხილი მოპყრობაა საჭირო. დიახ, დუმილი დანაშაულია! როცა ქვეყანაში ერთ წელიწადში 100-ზე მეტი სუიციდის შემთხვევა ხდება ამას წაყრუება კი არა მიზეზების კვლევა სჭირდება! და მუდმივად სეირის მაყურებლის როლში ყოფნა, როცა ბავშვები იღუპებიან –  სირცხვილია!“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც „პროფილის“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გევრდზე გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები