LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ბარათაშვილი მსმენელს მუსიკის ნამდვილ დღესასწაულს პირდება

161

11 სექტემბერს, სალონ ”ზაზანოვაში” პროექტის “ნამდვილი ვარსკვლავთცვენა/The real stardust” პრეზენტაცია მოეწყობა. კონცერტის ფარგლებში მელომანები თითქმის ყველა ჟანრის მუსიკას მოისმენენ (ამერიკული ჯაზი, ინდური რაგა, აღმოსავლური მაკამი…), რომელსაც მათ მაია ბარათაშვილი, ზაზა მიმინოშვილი, ზაზა მარჯანიშვილი და ლევან დეისაძე შესთავაზებენ.

“ზაზანოვაში მოსული მსმენელი მისთვის საყვარელ ნიშას აღმოაჩენს და შინ დადებითი ემოციებით დატვირთული დაბრუნდება. ჩემი აზრით, ეს მუსიკის ნამდვილი დღესასწაული იქნება. შესრულდება საავტორო მუსიკა. ძირითადად ზაზა მიმინოშვილისა და ზაზა მარჯანიშვილის კომპოზიციები ოპერიდან “სამოსელი პირველი”. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილებაა, ვინაიდან მაყურებელი სრულიად განსხვავებულ ამპლუაში მიხილავს “, – აღნიშნა მაია ბარათაშვილმა რადიო “ფორტუნასთან” საუბრისას.

ქართველმა მუსიკოსმა ასევე განაცხადა, რომ იგივე სახისა და მასშტაბის პროექტის გამართვა ქუთაისშიც იგეგმება.

პოპულალურები