LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს

1134

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს. როგორც ნიკოლეიშვილი აცხადებს, პროკურატურაში 18:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. სავარაუდოდ, მაია ნიკოლეიშვილის გამოკითხვა მასსა და მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება.

მაია ნიკოლეიშვილის დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნამ მასსა და საქმის პროკურორებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. ნიკოლეიშვილი პროკურორებს ზეწოლასა და მუქარაში სდებს ბრალს. მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურორების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მოკვლევა დღეს დაიწყო.

მაია ნიკოლეიშვილის ალტერნატიული ექსპერტიზის მიხედვით, ხორავას ქუჩაზე მოკლულ ორ მოზარდს ჭრილობები დანის გარდა, სხვა ბასრი საგნებითაც ჰქონდათ მიყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები