LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია რჩეულიშვილი: გუკა ან იმალება, ან გასულია ქვეყნიდან

41

დარწმუნებული ვარ, გუკამ ან არ იცის, ან იმალება, ან გასულია ქვეყნიდან, ამის შესახებ “ცენტრ პოინტის” ერთერთმა დამფუძნებელმა, მაია რჩეულიშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გუკა რჩეულიშვილს ხელისუფლება პოლიტიკურად დევნის.

“როცა პოლიტიკურად იდევნება ადამიანი, ის უნდა დაიმალოს. დარწმუნებული ვარ, გუკამ ან არ იცის, ან იმალება, ან გასულია რესპუბლიკიდან. მე ამითი მემუქრებიან. არ ვიცი პრეცენდენტი, რომ რომელიმე ქვეყანაში, დედას უჭერდნენ შვილს. თუმცა მე ვარ უბედნიერესი ამით, იმიტომ რომ მივხვდი, რა მთავრობასთან მაქვს საქმე, მე საბოლოოდ გავიმარჯვე ჩემს ოპონენტებზე” – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

რაც ეხება ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის,”თეთრი მაგნოლიას”, მაცხოვრებლების ბრალდებას, რომ კომპანიამ დიდი ოდენობით თანხის აღების მიუხედავად, არ შეასრულა ვალდებულებები, რჩეულიშვილი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ კორპუსი სრულად არის გაკეთებული.

“საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, იმიტომ რომ ვინც დააანონსეს არჩევნების წინ, რომ ვიწყებთ დევნას და დაჭერასო, წინასაარჩევნოდ დანაპირებს სიტყვასიტვით ასრულებენ. არ იცის პროკურატურამ რა არის კერძო საკუთრება. ეს არის ჩემი შპს, ვიყიდე ფართი სახელმწიფოსგან და ავაშენე საცხოვრებელი კომპლექსი. ბიზნესმენი მუშაობს მოგებაზე და მე მიკვირს რა ფულს ითვლის პროკურატურა” – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, ბათუმში ”ცენტრ პონტის” მიერ დაგეგმილი ”თეთრი მაგნოლიას” მშენებლობის პროცესში, სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა, ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორ ირაკლი მინდელთან და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანთან ერთად გაფლანგა მენაშენეთა კუთვნილი ფულადი თანხა 19 740 845 ლარი.

რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, ქვეყნის მთავარი საგამოძიებო ორგანოს მტკიცებით, ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი მინდელმა გუკა რჩეულიშვილთან ერთად მიითვისა მენაშენეთა კუთვნილი 1 657 959,39 ლარი. პროკურატურამ ყველა მათგანზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები