LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია რჩეულიშვილი ქმრის პანაშვიდს და დაკრძალვას დაესწრება

555

მაია რჩეულიშვილს უფლებას მისცემენ, ქმრის პანაშვიდს და დაკრძალვას დაესწროს, „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ადვოკატმა მაია ცუცქირიძემ განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, შესაბამის მიმართვაზე სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ, თუმცა ოჯახის წევრებთან საუბარში უწყების მხრიდან ასეთი მზაობა დაფიქსირებულია, ამასთან, ამას ითვალისწინებს კანონმდებლობაც.
„ოფიციალურ პასუხს, ბუნებრივია, ვერ მივიღებდით. ძალიან ცუდად დაგვემთხვა. ძირითადად სულ დასვენების დღეებია, მაგრამ არაოფიციალურად, ოჯახის წევრებთან საუბრიდან ვიცით, რომ როგორც კანონი ითვალისწინებს ამას, რაღაც გარკვეული პერიოდით, რა თქმა უნდა, მიეცემა საშუალება, დაესწროს პანაშვიდს და დაკრძალვას. ზუსტად საათების რაოდენობა – რა დროს გამოუშვებენ, რამდენი ხნით და ა.შ., ეს დეტალები, სამწუხაროდ, არ ვიცით“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ რჩეულიშვილი გუშინ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები