LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა

838

„მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია, როგორიც აქამდე იყო, გაუმჯობესებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ის ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ნაწილში იმყოფება და მედიკამენტურ მკურნალობას გადის“, – ამის შესახებ მაია რჩეულიშვილის და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რჩეულიშვილს მუშაობა მაინც უწევს, რადგან მის გარეშე საკითხების გარკვევა შეუძლებელია. ცუცქირიძე ამბობს, რომ ყველაზე მეტი ინფორმაცია აქტივებთან, ვალდებულებებთან დაკავშირებით სწორედ მაიას აქვს.

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებთან, მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდება.

შეგახსენებთ, რომ კერვალიშვილ-რჩეულიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. მათ გამოძიება „ამხანაგობა თაბუკაშვილი 88-ის“ კუთვნილ 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები