LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ

132

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავს. მაია რჩეულიშვილის შვილის, გუკა რჩეულიშვილის ინფორმაციით, ახალი ადვოკატები საქმის მასალებს უნდა გაეცნონ და ამ მიზნით სასამართლოს დღევანდელი სხდომაც გადაიდო. დაცვის მხარის მოთხოვნით შემდეგი პროცესი 25 მაისს ჩაინიშნა.

გუკა რჩეულიშვილის ინფორმაციით, სასამართლო პროცესების პარალელურად საპროცესო გარიგებაზე მუშაობა მიმდინარეობს, გარიგების პირობებს რჩეულიშვილი ჯერ არ ახმაურებს.

საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე დაცვის მხარეს პროცესების გაჭიანურების მცდელობაში ადანაშაულებს. პროკურორის განცხადებით საპროცესო გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება თუ „ცენტრ პოინტის“ მშენებლობით დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურდებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები