LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდება

108

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებთან, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან, საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდება.

ამის შესახებ მათი ადვოკატი, მარიამ ცუცქირიძე, აცხადებს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის დასრულდება ინვესტორებთან მოლაპარაკებები, რის შემდეგაც უკვე პროკურატურა მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს.

ადვოკატის თქმით, მოლაპარაკებები „ცენტრ პოინტის“ გაყიდვაზე კვლავ რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს.