LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიაკოვსკის ძეგლთან მოქალაქეს მანქანა დაეჯახა

119

თბილისში, დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლთან ქვეითად მოსიარულეს ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, დაშავებულია შუახნის ქალბატონი, რომელიც ზებრა გადასასვლელის გარეშე გზაზე გადადიოდა. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც  ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები