LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკ პენსისა და კიმ ჩენ ინის დის შეხვედრა ფხენიანმა ბოლო მომენტში ჩაშალა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

95

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის აპარატმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფხენიანმა პენსისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დის, კიმ იო ჩჟონის, შეხვედრა გააუქმა.

სამხრეთ კორეაში ვიცეპრეზიდენტის ვიზიტის დროს გაჩნდა ჩრდილოეთ კორეის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვიცეპრეზიდენტი მზად იყო, გამოეყენებინა ეს შესაძლებლობა, რათა განემარტა, თუ რატომ არის აუცილებელი ჩრდილოეთ კორეამ უარი თქვას უკანონო ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებზე, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰიზერ ნაუერტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები