LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკ პომპეო – საქართველოში რუსეთის ძალადობრივი შეჭრა არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევა

44

ამერიკის შეერთებული შტატები ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განცხადა.

როგორც მაიკ პომპეომ განაცხადა, რუსეთის ძალადობრივი შეჭრა საქართველოში არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევა და ეწინააღმდეგება გაერო-სა და ჰელსინკის დებულებებს.

„2018 წელს 10 წელი ხდება რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რუსეთის ძალადობრივი შეჭრა საქართველოში არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევა და ეწინააღმდეგება გაერო-სა და ჰელსინკის დებულებებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარება”, – განაცხადა პომპეომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები