LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ბუბლემ მუსიკალური კარიერა მიატოვა

148

სვინგის, პოპ როკის, ჯაზის, სოულისა თუ ტრადიციული პოპ მუსიკის შემსრულებელმა მაიკლ ბუბლემ მუსიკალური კარიერა ოფიციალურად მიატოვა.

უცხოური პრესის ინფორმაციით, 43 წლის არტისტმა და ცნობილი ჰიტების შემქმნელმა გადაწყვეტილება მისი შვილის – ნოას გამო მიიღო, რომელიც სამი წლიდან ღვიძლის სიმსივნეს ებრძვის.

ნოა ახლა ხუთი წლისაა და რემისიის ეტაპზეა, თუმცა ამ იმედისმომცემი ეტაპის მიუხედავად, მამის ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ მთელ მის რესურსს შვილს და მის ავადმყოფობასთან ბრძოლას მოახმარს.

მაიკ ბუბლე არგენტინელ მსახიობ, 31 წლის ლუიზიანა ლოპილატოზეა დაქორწინებული. წყვილს სამი შვილი ჰყავს. ყველაზე პატარა ორი თვის გოგონა ვილდაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები