LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ბუბლეს მეუღლემ ვაჟიშვილის მძიმე დაავადების შესახებ პირველად ისაუბრა

52

მაიკლ ბუბლესა და ლუისიანა ლოპილატოს 3 წლის ვაჟიშვილის, ნოას სიმსივნის ამბავმა სრულიად მსოფლიო შეძრა. დღესდღეობით რთული დღეები უკვე ჩავლილია და პატარა ჯანმრთელია, თუმცა ბუნებრივია, მისი ვარსკვლავი მშობლებისთვის ეს თემა კვლავ ძალიან მტკივნეულია.

ერთ-ერთ არგენტინულ ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში, მსახიობმა პირველად ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, როდესაც გაიგო, რომ მის შვილს სიმსივნე ჰქონდა.

„პირველი, რაც გავაკეთეთ იყო ის, რომ მე და ნოა თვითმფრინავში ჩავსხედით და ამერიკაში გავემგზავრეთ, რადგან ადგილობრივი ექიმები დარწმუნებულები არ იყვნენ ამ დიაგნოზში. იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ მაიკლისთვისაც არაფერი მითქვამს, რადგან ის მნიშვნელოვანი ინტერვიუსთვის ემზადებოდა და არ მინდოდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ნაადრევად მეთქვა და ყველაფერი ჩამეშალა. ვიცოდი, რომ ჩემს შვილს მუცელში რაღაც ჰქონდა, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სიმსივნე იქნებოდა. ულტრაბგერითი დასხივება რომ არ გამეკეთებინა, რათა მონონუკლეოზი გამომრეიცხა, ალბათ ამ დაავადების შესახებ ძალიან გვიან გავიგებდი და ეს ძალიან ცუდი იქნებოდა.

როდესაც მაიკლს დავურეკე, მან დაგეგმილი ტურნე გადადო და რამდენიმე საათში ჩვენს გვერდით იყო. მომდევნო შვიდი თვე ორივემ ნოას საწოლთან გავატარეთ. მის სრულ გამოჯანმრთელებამდე ჩვენს კარიერაზე უარი ვთქვით“, – იხსენებს ლუისიანა.

მსახიობის თქმით, ახლა, როდესაც „ცუდი დასრულდა“ ის სიმსუბუქეს გრძნობს. მისი თქმით, არაფერია მშობლისთვის იმაზე უარესი, როდესაც შვილის შესახებ მსგავს დიაგნოზს ისმენს.

 

https://www.instagram.com/p/BWNuBCvlzqi/

https://www.instagram.com/p/BWI8tejFK9y/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები