LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ დუგლასისა და ქეთრინ ზეტა-ჯონსის არავარსკვლავური შვებულება (ფოტო)

457

მაიკლ დუგლასი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი შვებულებას საფრანგეთის რივიერაზე ატარებენ . ფოტოგრაფებმა შეძლეს პოპულარული მსახიობების გადაღება, რომლებმაც დროებით დაივიწყეს ცხოვრების ვარსკვლავური სტილი და უბრალო დასვენება გადაწყვიტეს.

ფოტოებზე ჩანს, რომ ქეთრინ ზეტა-ჯონსმა ლაჟვარდოვან ნაპირზე სასეირნოდ თავისუფალი სტილის თეთრი კაბა შეარჩია. ეს სტილი შორსაა ბრენდების მოყვარული ჯონსისგან, თუმცა კომფორტულია ყოველდღიურად. რაც შეეხება 71 წლის მაიკლ დუგლასს, ის ასეევ საზღვაო მოტივებით გაფორმებულ ზედასა და თეთრ შარვალში გამოჩნდა.

წყვილი, რომელიც უკვე 15 წელია ერთადაა, საფრანგეთში შვილების გარეშე იმყოფება. 15 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ეს მსახიობების ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული შვებულებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები