LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ბოლო ალბომში სიმღერებს სხვა მომღერალი ასრულებს

90

კომპანია SONY MUSIC-მა, რომელიც მაიკლ ჯექსონის ალბომებზე მუშაობდა, სასამართლო პროცესის დროს აღიარა, რომ მომღერლის ბოლო ალბომში “MICHAEL”, ჯექსონის ნაცვლად სხვა მომღერლის ხმა ჟღერს.

ალბომი “MICHAEL” 2010 წელს, პოპ მომღერლის გარდაცვალების შემდეგ ნახევარ წელიწადში გამოუშვეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯექსონის გარდაცვალებამდე რამდენიმე სიმღერის ჩაწერა 2007 წელს პროდიუსერის ედი კასკიოს სტუდიაში მოასწრეს. ეს სიმღერებია «MONSTER», «KEEP YOUR HEAD UP» და «BREAKING NEWS».

ალბომის მოსმენის შემდეგ, არა მხოლოდ ფანებს გაუჩნდათ ეჭვი, არამედ ჯექსონის ოჯახის წევრებსაც. THE JACKSON ESTATE-მა, რომელიც მომღერლის შემოქმედების მემკვიდრეობას ინახავს,  SONY MUSIC-სთან ერთად გამოძიების დაწყება გადაწყვიტეს.

8-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, დადგინდა, რომ ზემოთხსენებულ სამ სიმღერას მართლაც სხვა შემსრულებელი მღერის. ჩამწერ სტუდიაში შესაძლოა სისხლის სამართლის მუხლის დანაშაული წარედგინოს.

პოპის ლეგენდა მაიკლ ჯექსონი 2009 წელს, 50 წლისა გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები