LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი მიიჩნევს, რომ მამამისი მოკლეს

237

მაიკლ ჯექსონის 18 წლის ქალიშვილმა, პერისმა მამის გარდაცვალებაზე ისაუბრა. გოგონამ ინტერვიუ ჟურნალ Rolling Stone-ს მისცა და განაცხადა, რომ არ სჯერა მამამისის ბუნებრივი სიკვდილის.

პოპის მეფის ქალიშვილი თვლის, რომ მაიკლი წინასწარ განზრახულად მოკლეს. თავად მომღერალი ხშირად ამბობდა, რომ ერთხელაც მას მოკლავდნენ.

„ყველაფერი მის განზრახ მკვლელობაზე მიანიშნებს. ნამდვილმა თაყვანისმცემლებმა და ოჯახის წევრებმა კარგად ვიცით, რომ ასეა“, – აცხადებს პერის ჯექსონი. გოგონას, რომელიც დარწმუნებულია, რომ მამამისის სიკვდილი ბევრს სურდა, დამნაშავეების პოვნა სურს.

შეგახსენებთ, რომ მაიკლ ჯექსონი 2009 წელს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები