LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის უფროსი ვაჟი ავარიაში მოყვა

98

მაიკლ ჯექსონის უფროსი ვაჟი, 20 წლის პრინსი ლოს-ანჯელესში საკუთარი მოტოციკლით ავარიაში მოხვდა, როცა უნივერსიტეტში მიდიოდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ავარია, ცუდი ამინდის გამო მოხდა. ახალგაზრდა კაცმა მოტოციკლი ვერ დაიმორჩილა და ავტომობილს შეეჯახა.

პრინსმა მრავლობითი ჭრილობები და მუხლის ტრავმა მიიღო. ის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა, ტრავმების სიმსუბუქის გამო, საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. შემთხვევის შემდეგ პრინსმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წერს რომ თავს კარგად გრძნობს

https://www.instagram.com/p/Ba_vizDAxAV/?taken-by=princejackson

 

პრინსი პოპის მეფეს მეორე ქორწინებიდან შეეძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები