LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილი თბილისის კულტურის სამსახურის უფროსს მადლობას უხდის

136

კომპოზიტორი და მომღერალი, მაიკო კაჭკაჭიშვილი თბილისის კულტურის სამსახურის ახლად დანიშნულ უფროსს, სოფო ხუნწარიას მადლობას უხდის იმ ყურადღებისთვის, რაც მის მიმართ საახალწლო კონცერტის წინ გამოიჩინა.

მაიკო აღნიშნავს:

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მერიის კულტურის სამსახურის ახალ უფროსს, სოფო ხუნწარიას !!!

თავად დამირეკა და მკითხა:

  • ვერ ამოგიკითხეთ საახალწლო სიაში და არ გაქვთ სურვილი მონაწილეობის მიღების ?

ვუპასუხე, რომ ბათუმში ვმღერი და ვერ ვახერხებ.

ამიტომ ვუხდი მადლობას ყურადღებისთვის ( მართალია, არ ვიცნობ ), მაგრამ უკვე მივხვდი, რომ ჩვენც მოგვაქცევს ყურადღებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები