LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკო კაჭკაჭიშვილს სამოთახიანი ბინა აჩუქეს – „სამი დღე დამჭირდება, რომ გონს მოვიდე…“

93

ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს სამოთახიანი გარემონტებული ბინა აჩუქა. ეს მის საავტორო კონცერტზე მოხდა, რომელიც 21 მაისს „ოტიუმში“ გაიმართა. სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი პირადად ავიდა სცენაზე და მაიკო კაჭკაჭიშვილს ამ ამბის დამადასტურებელი სიგელი გადასცა.

კომპოზიტორს შთაბეჭდილებები გამოვკითხეთ.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:

ალბათ, სამი დღე დამჭირდება, რომ გონს მოვიდე. მქონდა ბინის პრობლემა. 2004 წელს ბინა ჩავდე ბანკში, რომ რემონტისთვის საჭირო თანხა მქონოდა. რამდენიმე წელი ვიხდიდი კრედიტსა, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ სიმღერა ვის რად უნდოდა… მოკლედ, ვეღარ გადავიხადე და ჩემი ბინა ჰაერშია. ახლაც აქ ვცხოვრობ, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის კეთილი ნებით, არ გამოვუსახლებრივართ.

ჩემმა მეგობარმა, თეა აბაშმაძემ იცოდა ამ პრობლემის შესახებ და როგორც ჩანს, მან უთხრა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობას. თეა არ მინახავს და მეც მაინტერესებს, როგორ მოხდა ეს ამბავი. იმხელა სიურპრიზი მომიწყვეს, რომ ვერც ვლაპარაკობდი. სამოთახიანი ბინა მაჩუქეს, გარემონტებული, რომელიც დეკემბრის ბოლოს ჩამბარდება. ასე მითხრეს. ჯერ ბინასთან დაკავშირებით გეგმა არ მაქვს, ალბათ, გადავალ.

კონცერტმა როგორ ჩაიარა?

მე ძალიან კი ვინერვიულე, მაგრამ უამრავი ხალხი დაესწრო და ყველამ მადლობა გადამიხადა. ნაოპერაციები ვარ და ჩემთვის ასეთი ღელვა არ შეიძლებოდა, მაგრამ იმ ემოციებისთვის, რაც გუშინ მივიღე, ნამდვილად ღირდა (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები