LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაინც მოხდა: ნეიმარი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

56

პსჟ-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ნეიმარის ტრანსფერი დაადასტურა.

ბრაზილიელი შემტევსა და საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონს შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2022 წლამდეა გათვლილი.

ბარსელონა“ დანებდა და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ნეიმარის წასვლის შესახებ გამოაცხადა. ცოტა ხნის წინ, „ბარსელონასგან“ მოთამაშის კონტრაქტი ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებმა 222 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. სულ მალე, „პარი სენ-ჟერმენი“ ფორვარდის პრეზენტაციას მოაწყობს.

ნეიმარი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. მან გააუმჯობესა პოლ პოგბას რეკორდი, რომელიც შარშან 105 მილიონ ევროდ გადავიდა „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები