LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაინტერესებდა რესპუბლიკელების მოსაზრების გაგება მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე – იან კელი

76

“მე მიმაჩნია, რომ ძლიერი და აქტიური ოპოზიცია არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია,” – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართელოში, იან კელიმ, “რესპუბლიკური პარტიის” წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“ვფიქრობ, რომ ეს პარტია არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, დიდი ისტორიის მქონე პარტია საქართველოში და ნამდვილად მაინტერესებდა პარტიის წევრების მოსაზრების გაგება მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე. მე მათ ვუთხარი, რომ ძლიერი ოპოზიცია არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხელისუფლებათა განშტოებებს შორის ბალანსისა და კონტროლის მექანიზმისათვის,” – განაცხადა იან კელიმ.

აშშ-ის ელჩის იან კელის და “რესპუბლიკური პარტიის” წევრების შეხვედრის მთავარი თემა “რესპუბლიკური პარტიის”, როგორც ლიბერალური, პროდასავლური პოლიტიკური ძალის წინასაარჩევნო და სამომავლო გეგმები იყო. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც განიხილეს. ელჩს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, პოლიტიკურმა მდივანმა, თამარ კორძაიამ, ეროვნული კომიტეტის წევრებმა, დავით ბერძენიშვილმა, ლევან ბერძენიშვილმა, დავით ზურაბიშვილმა და მიხეილ ჩემიამ უმასპინძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები