LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისში ეკონომიკის ზრდა დაჩქარდა

31

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ წინასწარ შეფასებას სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

საქსტატის წინასწარი შეფასებითვე, იანვარ-მაისში ექსპორტი 28,7%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 10,8%-ით. წლის ხუთ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14,9%-ით გაიზარდა.

მაისში იმპორტმა 633,2 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა 215,2 მლნ დოლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები