LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაისში თბილისში 100 გველია დაჭერილი

426

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა მაისში,  თბილისში 100 გველი დაიჭირეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 21-ით მეტია.

სააგენტოს ინფორმაციით, მაისში სულ 200-მდე გამოძახება იყო, თუმცა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟების ადგილზე მისვლისას 100 გველია დაჭერილი. მათგან არცერთი არ იყო შხამიანი.

2018 წელს სულ 118 გველია დაჭერილი , 3 შემთხვევა მარტში იყო, აპრილში კი – 15. დაჭერის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება კრწანისში, დიდ დიღომსა და ავლაბარში.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს დაფიქსირებული შემთხვევები ნორმალურია და საგანგაშო არ არის. ამასთან, სააგენტოს თანამშრომლებს გველების დაჭერა ევალებათ, რეპელენტებით დამუშავება კი, ფასიანი სერვისია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები