LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ასათიანი – არ ვაპირებ არც თავის მართლებას და არც ვინმეზე შეტევას

65

ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთი მფლობელი მაკა ასათიანი მფლობელებს შორის დაპირისპირებაზე გავრცელებულ ინფორმაციას “მაესტროს” იმიჯის შელახვის მცდელობად აფასებს. მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ აღნიშნულ პროცესში “მაესტროს” ინტერესებიდან გამომდინარე, არ ჩაერევა.

მისი განცხადებით, სასამართლოს დასკვნები უკეთ მოჰფენს ნათელს მის “დადებით თუ უარყოფით როლს ტელეკომპანიის განვითარებაში”.

“მიუხედავად უდიდესი გულისტკივილისა, დაუმსახურებელი შეფასებებისა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, არ მსურს, რომ რაიმე ფორმით ვისაუბრო უგნურ ბრალდებებზე და ტყუილებზე, რომელიც მე უზარმაზარ შეურაცხყოფას მაყენებს.

არ მინდა გადავღალოთ საზოგადოება ვითომდა პარტნიორთა შორის არსებული დაპირისპირებით.

მიმაჩნია, რომ ასე განვითარებული მოვლენები შესაძლოა ემსახურებოდეს “მაესტროს” იმიჯის შელახვის უგნურ მცდელობას, რაშიც არ ვაპირებ არანაირი ფორმით მონაწილეობის მიღებას.

მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით სასამართლოში უკვე მიმდინარეობს განხილვები. შესაბამისად სასამართლოს დასკვნები უკეთ მოჰფენს ნათელს ჩემს დადებით თუ უარყოფით როლს ტელეკომპანიის განვითარებაში.

რა ფორმითაც არ უნდა გაგრძელდეს ბრალდებები და შეურაცხყოფა ჩემს მიმართ, ისევ და ისევ ტელეკომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, არ ჩავერთვები პოლემიკაში, არ ვაპირებ არც თავის მართლებას და არც ვინმეზე შეტევას. შესაბამის საჯარო კომენტარებს მხოლოდ სასამართლოს შეფასებების შემდეგ გავაკეთებ”, – აცხადებს მაკა ასათიანი.

წყარო “ინტერპრესნიუსი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები