LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ასათიანი : “გაჩეჩილაძე არის ჩემი ოჯახის წევრი”

162

მაკა ასათიანმა აეროპორტში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გაჩეჩილაძე „მისი ოჯახის წევრია.“ იგი თბილისში წუხელ ჩამოფრინდა.

ასათიანი ამბობს, რომ დღეს დილიდან „მაესტროს“ თანამშრომლებთან შეხვედრას გამართავს, საჯარო განცხადებას კი ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გააკეთებს.

“ამ წუთას, ალბათ, შეფასებას ვერ გავაკეთებ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ალბათ, ის არის, რომ შეცდომებს უშვებს ყველა – ადამიანებიც, პოლიტიკოსებიც, მთავრობაც. მთავარია, რომ ეს შეცდომა დავინახოთ, ვაღიაროთ და გამოვასწოროთ”, – განაცხადა ასათიანმა.

კითხვას, შეხვდება თუ არა გაჩეჩილაძეებს, მაკა ასათიანმა უპასუხა:

“როგორ არ ვაპირებ შეხვედრას. გაჩეჩილაძე არის ჩემი ოჯახის წევრი”.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/rustavi2/videos/vb.111645282212899/1128319287212155/?type=2&theater” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები