LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ასათიანი “მაესტროს” შენობასთან დაკავშირებით იჯარის გაგრძელების შესახებ ლევან გაჩეჩილაძის შეთავაზებაზე უარს ამბობს

318

მაკა ასათიანი ტელეკომპანია “მაესტროს” შენობასთან დაკავშირებით ლევან გაჩეჩილაძესთან საიჯარო ხელშეკრულებაზე შეთანხმებას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განუცხადა.

“მაკა ასათიანი არ აპირებს იჯარის გაგრძელებას. აქ არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რომელიც სხვა პარტნიორებმა დასვეს. ეს არის ლოგოს საკითხი. ასევე მნიშვნელოვანია სარეკლამო კონტრაქტიც, რადგან, რამდენადაც მე ვიცი პირდაპირ მითითებულია, რომ ის ტელევიზია, რომელიც განათავსებს კონტრაქტის შესაბამისად რეკლამას, უნდა მაუწყებლობდეს არსებული ლოგოთი. თუკი გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხდა, ეს პრობლემურ თემად დარჩება”, – განაცხადა ადვოკატმა.

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე მაკა ასათიანს და კოტე გოგელიას ტელეკომპანიის შენობასთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას სთავაზობს.

როგორც ლევან გაჩეჩილამძემ ჟურნალისტებს განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ხელშეკრულოების გაგრძელებასთან დაკავშირებით უარს მიიღებს, ლოგიკურ ვადებში ალტერნატიულ ფართს მოძებნის.

პოპულალურები