LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა ხეების გაჩეხვაზე – “გულთ გონს ხართ!?”

127

“ნუთუ ვერ ხვდება ვერავინ, რომ მალე მართლა უჟანგბადოდ დავრჩებით ჩვენც და ჩვენი შვილებიც!!!!!? “,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პირველი ლედი, სოციალურ ქსელში, ხეების გაჩეხვის ფაქტს.

მაკა ჩიჩუას თქმით, “არცერთ ქვეყანაში ასე არ ექცევიან გამწვანებას!”

“????? გულთ გონს ხართ!? ნუთუ ვერ ხვდება ვერავინ, რომ მალე მართლა უჟანგბადოდ დავრჩებით ჩვენც და ჩვენი შვილებიც!!!!!!? მე კი ვცხოვრობ ტყეში, მარა ეს შველის საქმეეს? მართლა ყველა ხომ არ უნდა გაიქცეს ქალაქიდან !? ცოტაა ისეთი ტერიტორიები, სადაც კორპუსის ასაშენებლად ხის მოჭრა არ არის საჭირო!? არცერთ ქვეყანაში ასე არ ექცევიან გამწვანებას!!! პირიქით ყველგან განსაკუთრებული სიფრთხილითა და სიფაქიზით პატრონობენ მწვანე საფარს! თან თუ ეს მარლა ვერცხლისფერი ნაძვები, იცით რამდენი დრო ჭირდება ნერგის ხედ გადაქცევაას ????”, – წერს ჩიჩუა.

ცოტახნისწინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, თბილისში, ყაზბეგის 24 ნომერში, საღი ხეები, მათ შორის იშვიათი ჯიშის ვერცხლისფერი ნაძვები, მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გამო გაჩეხეს.

ess
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები