LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: „ორსულობა მესამე თვეში გავიგე…“

567

მაკა ჩიჩუა ორსულობისა და მეუღლესთან ურთიერთობის შესახენ „სარკესთან“ საუბრობს. პირველი ლედის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი „ნიჭიერს“ მაშინ უყურებს, როცა თავად მიაქცევინებს ყურადღებას რომელიმე საინტერესო ნომერზე. კითხვაზე, როგორ აფასებს მაკას „ნიჭიერში“ მონაწილეობას, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე პასუხობს: „მე მოვწონვარ. არ არის ისეთი ტიპი, რომ მაინცდამაინც კომპლიმენტად მითხრას. გიორგის თავისებური სტილი აქვს ურთიერთობის, გულწრფელია, მაგრამ დისტანცია ყოველთვის აქვს ყველასთან. ამიტომ მჯერა, რასაც მეუბნება და ვითვალისწინებ“.

რამდენ წელს ითვლის თქვენი ქორწინება?

ძალიან დიდი ხანია, ერთად ვართ. ოფიციალურად, 3 წელზე მეტია, მაგრამ 10 წელია, ერთად ვცხოვრობთ.

როდის ელოდებით ბავშვს?

2 თვეში. ველოდებით ბიჭს.

სახელი შერჩეული გაქვთ?

კი, შევჩერდით ერთ სახელზე, მაგრამ არ გეტყვით, იყოს სიურპრიზი, ყოველ შემთხვევაში, ისეთი სახელია, რომ თემოს უხდება. ახლა იფიქრეთ, რა შეიძლება, რა სახელი შევურჩიეთ.

თქვენი ემოცია როგორია?

თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა. 3 თვის ვიყავი, როცა გავიგე, რომ ორსულად ვიყავი.

რა რეაქცია ჰქონდა ბატონ პრეზიდენტს?

ძალიან გაუხარდა.

 

მაკა ჩიჩუასთან სრულ ინტერვიუს ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში გაეცნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები