LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუამ ოლიმპიელების დაწუნებული კოსტიუმიც კი მოიხდინა!..

75

ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა ვნებათაღელვა, რომელიც ქართველი ოლიმპიელებისთვის შექმნილი კოსტიუმების დემონსტრირებას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ „სამოსელი პირველის“ მიერ შეკერილმა კოსტიუმებმა სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა გამოიწვია.

„ფეისბუქზე“ გაზიარებული მოსაზრებების გარდა, თანამდებობის პირებმაც გამოთქვეს მოსაზრება და მიიჩნიეს, რომ ამგვარი ჩაცმულობა ოლიმპიადისთვის, რომელიც რიოში ტარდება, სრულიად მიუღებელი და არაადეკვატურია. გაიმართა აქციაც, სადაც მოითხოვეს ამ სამოსის შეცვლა. სოციალურ ქსელში კი ამ მოთხოვნამაც გაიჟღერა და სპეციალური მანიფესტიც შეიქმნა.

სულ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პირველმა ლედიმ საკუთარ სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები განათავსა, სადაც მაკა ჩიჩუამ სწორედ ეს კოსტიუმი მოირგო. უნდა ითქვას, რომ პირველ ლედის სტილის იმდენად კარგი შეგრძნება აქვს, რომ ყველასგან დაწუნებული ეს კოსტიუმიც კი მოიხდინა და კომპლიმენტები დაიმსახურა…

ფოტოები ლელა ბლაგონრავოვას ეკუთვნის.

მაკა ჩიჩუამ ამ ფოტოსესიით ქართველ ოლიმპიელებს გამარჯვება უსურვა, რაშიც ჩვენც ვუერთდებით!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები