LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუამ საბავშვო ბაღიდან გადმოვარდნილი ბავშვი მოინახულა (ვიდეო)

99

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა “მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის“ ბავშვთა განყოფილებას ეწვია და დაშავებული ბავშვი მოინახულა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდა.

მაკა ჩიჩუას კლინიკაში გენერალურმა დირექტორმა პროფესორმა გოჩა ინგოროყვამ უმასპინძლა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ვესაუბრე მედპერსონალს, მის ქირურგს, პედიატრს და ყველამ მითხრა რომ სურათი დღეს დამაკმაყოფილებელია და პრაქტიკულად შესაძლებელია, მშობელმა წაიყვანოს და სახლში მიხედოს.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ინგოროყვას კლინიკის ბავშვთა განყოფილებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საკმაოდ ტრავმული ბავშვი გამოიყვანა მდგომარეობიდან.

მინდა, რომ მაქსიმალურად მობილიზებულები ვიყოთ ყველანი, რომ ისეთ სახელმწიფო დაწესებულებებში, როგორიც არის საბავშვო ბაღი, ნაკლებად ხდებოდეს ასეთი სრულიად გაუთვალისწინებელი შემთხვევები და ბავშვი ასე მარტივად არ ვარდებოდეს ფანჯრიდან“,- აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

25 სექტემბერს ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა.

პოპულალურები