LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუას ძმას პროკურატურამ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი უთხრა

90

„პირველი ლედის ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს, პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ამ დრომდე უარს ეუბნება,“ – ამის შესახებ მგალობლიშვილის ადვოკატმა, გიორგი ბეგიაშვილმა, განაცხადა.

მიხეილ მგალობლიშვილი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 4-წლიან სასჯელს იხდის. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარეს სააპელაციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

„ამ საქმეში მთავარი ის არის, რომ მამამისის დატოვებული იარაღებია, რომლებიც დროზე ვერ გაიფორმა. ეს იარაღები, ფაქტობრივად, არის სამუზეუმო ექსპონატები. თვითონ ბრალდების მხარეც არ ამბობს იმას, რომ ეს იარაღები მიხეილ მგალობლიშვილმა შეიძინა ან გამოსაყენებლად უნდოდა, მაგრამ ვერ ხსნის, რატომ ითხოვს თვითონ არასაპატიმრო სასჯელს. მიხეილ მგალობლიშვილი უბრალო მოქალაქე რომ იყოს, 99%-ით გეუბნებით, რომ ეს ადამიანი გარეთ იქნებოდა. ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, ეს ხელისუფლება არ მოიქცევა ისე, როგორც მოიქცეოდა წინა ხელისუფლება, მიუდგება ამ ადამიანს, როგორც აპოლიტიკურ პიროვნებას და გამოუშვებს გარეთ,– განაცხადა ბეგიაშვილმა. 

რაც შეეხება შეწყალების თხოვნას, ადვოკატის ინფორმაციით, ვიდრე სასამართლოს ყველა ინსტანცია არ არის ამოწურული, მიხეილ მგალობლიშვილის შეწყალება ნაადრევია და, შესაბამისად, პირველი ლედის ძმას, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები